weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მამუკა ბახტაძემ 13 წლის გიორგი ქოჩქიანს „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა

17:31 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018
ფოტო: ავთო გვასალია ფოტო: ავთო გვასალია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სვანეთში, სოფელ უშგულში მცხოვრებ 13 წლის გიდს, გიორგი ქოჩქიანს „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა.

„მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. მინდა,  გიორგის წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მთის კვირეული აღინიშნება. მამუკა ბახტაძის თქმით, კვირეული სიმბოლურად „მთის კანონის“ მიღების დღეს, 16 ივლისს დაიწყება.

„ეს საშუალებას მოგვცემს მთაში აღვნიშნოთ ეს საზეიმო დღეები და ვაქციოთ ნამდვილ სახალხო დღესასწაულად, ქართული მთის დღესასწაულად“, – აღნიშნა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]