weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა

11:20 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

დღეს, დილიდან თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხებული იყო. ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 43–ე კილომეტრზე, უღელტეხილს იქით, ე.წ. „ციმბირთან“ თოვლი ჩამოიშალა.

„დილით, ადრე მოხდა, 7 საათისკენ. მესაზღვრეები მიდიოდნენ ამ დროს თუშეთში სამხედრო მანქანებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიური მოძრაობა არ იყო. ტრაქტორი დილითვე წავიდა გასაწმენდად და მოძრაობა უკვე აღდგენილია“, – უთხრა რეგინფოს შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა. აღნიშნული კომპანიაა გამარჯვებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერში და თუშეთის გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს 2020 წლის 1 იანვრამდე განახორციელებს. გზის მოვლა–შენახვაზე ბიუჯეტიდან 1 236 791 ლარია გამოყოფილი.

წელს თუშეთის გზა ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნა და იმაზე საშიშია, ვიდრე გასულ წლებში. გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისოსთან, ზამთარში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. შემდეგ, აპრილში განმეორებით, დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა მოხდა, რამაც არსებული მდგომარეობა დაამძიმა. ახალი გზა ხელოვნური ყრილებით ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში გაიყვანეს. არსებობს საფრთხე, რომ წვიმების დროს მთა კიდევ ჩამოიშალოს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის განცხადებით, ინტენსიური წვიმების დროს თუშეთის გზას დაკეტავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]