weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საკონსტიტუციომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები – საპატრიარქო

10:20 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ კონფერენცია ჩატარდა, სადაც ხელისუფლებისთვის მიმართვა შეიმუშავეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, 10 დეკემბერს ჩატარებულ კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მიწის გასხვისების პრობლემაზე.

„აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკითაც (გაეროს სურსათის უსაფრთხოების მსოფლიო კომიტეტის სესია, 2012 წ.) არ შეიძლება მიწა განისაზღვროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგნად, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი. იგი პირველ რიგში ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-ეკოლოგიური დატვირთვის მქონეა და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი სიმდიდრეა, რომელსაც ვერ აწარმოებ და ვერ შექმნი.

დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კონფერენციის მიერ შემუშავებული მიმართვის შინაარსი უცნობია. საპატრიარქოს ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ დარგის სპეციალისტები ნაუმ ტურაბელიძე, თამარ ქვრივიშვილი და გელა ღლიღვაშვილი.

7 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწების დარეგისტრირება 16 დეკემბრამდე შეეძელებათ, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე შეზღუდვებს კვლავ აწესებს. ახალი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ე.წ. ქართული მარშის და სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თბილისში, იუსტიციის სახლთან აპროტესტებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]