weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა“ – ბოლნისში 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა

11:53 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018
ფოტოზე სოფელი ქვემო ბოლნისი / ბადრი ვადაჭკორიას ფოტო ფოტოზე სოფელი ქვემო ბოლნისი / ბადრი ვადაჭკორიას ფოტო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრები 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ბავშვი ცემეს, რის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო.

ბავშვი წუხელ, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ბავშვს ქვემო ბოლნისში დღეს გადაასვენებენ.

„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა. ყვიროდა რომ თავი სტკიოდა. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, ერთი ნემსის გაკეთების შემდეგ კი კომაში ჩავარდა. ექიმების დასკვნით, მისი მდგომარეობა თავში მიყენებული ტრავმის შედეგი იყო. პოლიციამ იცის ამის შესახებ. დღეს ყველა დამნაშავე თავისუფალია. მეუბნებიან, რომ ასაკის გამო მათი დაკავების უფლება არ აქვთ, მაგრამ მინდა, რომ დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ“, – ამბობს გარდაცვლილის მამა, იდაიფ ბადალოვი „რუსთავი 2“-თან საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება ნოემბერში დაიწყო და სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოკითხვები ჩატარდა. ამ დროისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]