weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

14:35 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

ინდოეთის დამატებით ათ ქალაქში - ჩანდიგარში, ჯალანდჰარში, ჯაიპურში, აჰმედაბადში, გოაში, კოჩიში, ტრივანდრუმში, პუდუჩერში და ჰაიდარაბადში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქალაქ უბაიში იმყოფებოდა, სადაც აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, ალოკ სინგჰალთან ერთად შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს საელჩოსთვის VFS Global-ის მიერ სავიზო-სააპლიკაციო მომსახურების არეალის გაფართოებას ინდოეთის ზემოთ ჩამოთვლილ ათ ქალაქში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრების (VFS Global Georgia Visa Application Centre) ამოქმედება, ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის აღების პროცესში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]