weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისის მერია სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციაზე 10 მილიონ ევროს დახარჯავს

10:24 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

თბილისის მერია სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 10 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტი, ანძის სრული მოდერნიზაციის გარდა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს.

კონცეფციის მიხედვით, სატელევიზიო ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი განთავსდება.

„ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს, 40 ადამიანი დასაქმდება. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი გაიხსნება, ხოლო მეორე დონეზე ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ანძის მოდერნიზების კონცეფციის ორი ვარიანტი ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტსმა“ (KOKO architects) შეიმუშავა. თბილისის მერიის განცხადებით, გამარჯვებული პროექტი საზოგადოების ჩართულობით გამოვლინდება. ამ მიზნით სოციალურ ქსელში მერია გამოკითხვას ატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]