weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ინაუგურაციის გამო 14, 15 და 16 დეკემბერს თელავში ქვემეხებიდან გაისვრიან

21:00 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა მოხდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, ქვემეხებიდან 13:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში გაისვრიან. ხვალ და ზეგ გასროლა სატესტო რეჟიმში განხორციელდება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს, კვირას, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე ჩატარდება.

სალომე ზურაბიშვილმა N17 თელავის საარჩევნო ოლქში არჩევნები როგორც პირველ, ისე მეორე ტურში წააგო. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურში აქ მან ამომრჩეველთა ხმების 48.81% (15 868 ხმა) აიღო, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 51.19% (16 644 ხმა).

როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა განმარტა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ინაუგურაციის ადგილად თელავი შეარჩია სწორედ ის იყო, რომ ამ ოლქში არჩევნები წააგო.

„ეს იმიტომ, რომ მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე, რომ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა განვითარდნენ. რეგიონების გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება და ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი რატომაც თელავზე გავაკეთე არჩევანი არის ის, რომ

თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ხმა არ მომცეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 5 დეკემბერს.

  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]