დაშავებულებიდან სამი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, რომელთაგან ორს ოპერაცია დასჭირდა. მეოთხე მამაკაცი ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.