weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსთავის ცენტრში მაღაზია „მეგატექნიკა“ მესამედ გაქურდეს

11:40 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკა“ არასრულწლოვანმა გაქურდა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, მაღაზიიდან წაღებულია 19 მობილური ტელეფონი, რომელთა ჯამური ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.

არასრულწლოვანმა შენობაში ფანჯრის გატეხვის შედეგად შეაღწია და ტელეფონები დაახლოებით ერთ წუთში გაიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ არასრულწლოვნის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ინფო რუსთავის“ ცნობით, ქალაქის ცენტრში მდებარე „მეგატექნიკა“ 25 თებერვალს და 7 აგვისტოსაც გაქურდეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, საქართველოში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მინიმალური ასაკი 14 წელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]