არასრულწლოვანმა შენობაში ფანჯრის გატეხვის შედეგად შეაღწია და ტელეფონები დაახლოებით ერთ წუთში გაიტანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ არასრულწლოვნის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ინფო რუსთავის“ ცნობით, ქალაქის ცენტრში მდებარე „მეგატექნიკა“ 25 თებერვალს და 7 აგვისტოსაც გაქურდეს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, საქართველოში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მინიმალური ასაკი 14 წელია.