weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2017 წელს საზაფხულო ბანაკებში 11 ათასი მოსწავლე დაისვენებს

13:25 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წელს საზაფხულო ბანაკებში მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების 11 ათასი მოსწავლე დაისვენებს. მინისტრის განმარტებით, ბანაკებში დასვენების შესაძლებლობა სოფლისა და ქალაქების მცირე სკოლების მოსწავლეებს ექნებათ.

„ეს არის ის თემი, ის გარემო, საიდანაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბავშვებს რომ ბანაკებში მოხვდნენ და დასასვენებლად წავიდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ბავშვები 7 ბანაკში დაისვენებენ. ეს მხოლოდ დასვენება არ არის. ყველა ბანაკი შემეცნებითია. ძალიან გვიხარია, რომ გვაქვს ეკო ბანაკი, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი ბანაკი, პროფესიულ სასწავლებელთან ერთად ერთობლივი ბანაკი. მომავალში იმედი გვაქვს, რომ ეს  მთელი საქართველოს მცირე სკოლებს დაფარავს“, - განაცხადა ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე.

ჯეჯელავას ინფორმაციით, გასულ წელს ბანაკებში სულ 4 000-მა მოსწვალემ დაისვენა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]