„გამოძიებით დადგენილია, ხ.ს. ძმასთან ერთად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს ძმები აძლევდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ, ხ.ს. მიმდინარე წლის 18 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის („ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“) ჩადენისათვის იძებნებოდა. მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.