სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. ქალს სხეულზე დაზიანებებია აქვს მიყენებული. როგორც შსს-ში განმარტეს, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა არ აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.