weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკოლადამთავრებულებისთვის ატესტატების გაცემა დაიწყო

14:08 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

სკოლადამთავრებულებს იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება 21 ივნისიდან შეუძლიათ. ატესტატები უფასოდ გაიცემა.

ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. განაცხადის შეტანა და დოკუმენტის მიღება სკოლადამთავრებულებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე შეუძლიათ.

დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას საფასურის გადახდა მოუწევს. განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისთვის საფასური 40 ლარს შეადგენს, მე-3 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 30 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელს ატესტატის მიღება განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს სურს, 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

აბიტურიენტებს საფასურის გადახდის გარეშე ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. თუ დაინტერესებული პირი ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მომდევნო წელს დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა.

2017 წელს თორმეტკლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]