weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის მხარდამჭერებს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა

17:42 კვირა, 16 დეკემბერი 2018

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონებში მცხოვრებლებს დღეს საღამოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხმების დასაცავად შეკრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ყველას „მოპარეს“.

„ახლა მთავარია, მშვიდობიანი კონსოლიდაცია და საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს. მაქსიმალური კონსოლიდაცია თბილისში, იმიტომ, რომ ყველა თბილისელს, ყველა ქუთაისელს, ყველა ბათუმელს, ყველა ლანჩხუთელს, ყველა თელაველს, ყველა რეგიონის წარმომადგენელს, ყველას მოგპარეს არჩევნები. ყველას უბრალოდ წაგართვეს თქვენი ქვეყნის განკარგვის უფლება. ამიტომ, ვინც ადგილზე იქნება, იქნება.

მინდა, ვთხოვო სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წამოვლენ, ის ხალხი წამოვიყვანოთ იქიდან უფასოდ. შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს გადარჩენის საქმეში“, – განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

მისივე თქმით, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია და ასეთი არჩევნები 21-ე საუკუნეში, ევროპულ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს.

„საარჩევნო კომისიებიდან ამოღებულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ არჩევნები მხოლოდ კარტოფილით კი არ იქნა ნაყიდი, ძალადობით კი არ იქნა წაღებული, რეალური ციფრები იქნა დადებული მხოლოდ მოპარვის, ქურდობის, ჩაყრის, გაყალბების, კომისიის წევრების მოსყიდვის შედეგად.

საქართველო არ არის მუგაბესდროინდელი ზიმბაბვე. საქართველო არ არის ის, რადაც ივანიშვილს უნდა რომ გადააქციოს. ჩვენ არ ვართ 70-იანი წლების უგანდა, გასული საუკუნის შუაპერიოდის ლათინური ამერიკა, ჩვენ არ ვართ საბჭოთა კავშირში, არ ვართ თურქმენეთი, რომლის წარმომადგენელიც ამ ინაუგურაციაზე ჩამოვიდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]