შემთხვევა დღეს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაცია სახელდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. მომხდარს კვალიფიკაცია მას შემდეგ მიეცემა, რაც სამართალდამცველებისთვის ექსპერტიზის პირველადი შედეგები გახდება ცნობილი.