weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:37 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

ლატვიის დედაქალაქ რიგაში სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლატვიის რკინიგზის პრეზიდენტმა ედვინს ბერძინსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

მემორანდუმის მიზანია, საქართველოსა და ლატვიის რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და რკინიგზაზე დაფუძნებული მულტიმოდალური ტრანსპორტირების განვითარებისათვის წინასწარი ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავება, რომლის მიხედვითაც სკანდინავიის ქვეყნები კავკასიას და შემდეგ შუა აზიასა და ჩინეთს დაუკავშირდება.

საკონტეინერო მატარებელი ZUBR ლატვიურ პორტ მუუგას აკავშირებს უკრაინის პორტებთან- ჩერნომორსკი, ოდესა და იუჟნი. უკრაინის პორტებიდან ტვირთი მიეწოდება საქართველოს პორტებს და შემდეგ მარშრუტი შუა დერეფნის გავლით ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებამდე გრძელდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვალონ ინფორმაცია ტარიფებისა და ბაზრის კვლევის შესახებ დერეფანში ტვირთის მოზიდვის მიზნით.

[R] სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]