weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს - შსს

18:38 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, მათ შორის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმაზე.

„გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო-მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]