weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში ძალადობრივი ქმედებების შედეგად ათზე მეტი პოლიციელი დაშავდა – შსს

20:49 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გუშინ, კახეთში მომხდარი ინციდენტების შედეგად, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.

ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა, რა დროსაც ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა. როგორც ბორცვაძემ თქვა, ამის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ინაუგურაციაზე მიწვეული იყო 1800 სტუმარი, პოლიციამ მაქსიმალურად გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები.

„პოლიციამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კონკრეტული მარშრუტით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ისე, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ ალტერნატიული გზით და საშუალებით, აქციის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით, მიეწოდა ინფორმაცია. პოლიციის მიერ ეს ინფორმაცია, გადაადგილების კონკრეტულ მარშრუტზე მითითებით, ასევე ადგილზე მიეწოდათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, შეთავაზებულ ალტერნატიულ გზას აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირდაპირ მიჰყავდა თელავში იმ ადგილამდე, სადაც აქცია ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა პოლიციის შეთავაზებას დემონსტრანტების ლიდერებმა უპასუხეს „ღიად გამოხატული აგრესიით“.

„ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის, თავდასხმებს საქართველოს პარლამენტის წევრებზე, პოლიციელებზე. დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის რამდენიმე ფაქტიც“, – აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ბორცვაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, მათ შორის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმაზე.

„გამოძიების ფარგლებში კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე“, – განაცხადა ბორცვაძემ და აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]