weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცხეთის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

11:39 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მერის წარმომადგენელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ხელშეწყობისთვის, მოქალაქეს 2 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 1 000 აშშ დოლარი აიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]