„მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი - off the record, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა„ჩემი პრესკლუბი“ და ამდაგვარი ფორმატი, მგონი, ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში დავიწყოთ ამ ფორმატში მუშაობა. ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პიარსამსახურში მუშაობას ნათია პავლიაშვილი აგრძელებს, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება. ზურაბიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციის მთავარი ბირთვის შემადგენლობა კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.
სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში, სადაც მისი რეზიდენცია განთავსდა, დღეს მივიდა და მუშაობას შეუდგა.