weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

სოფელ უშგულთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

17:54 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა ღელემ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში ცენტრალური საავტომობილო გზა დააზიანა. როგორც „რეგინფოს“ მესტიის გამგებლის მოადგილემ ნელი ნავერიანმა უთხრა, გზის აღდგენითი სამუშაოები დღეს დასრულდა და იფარი-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდვების გარეშე ხორციელდება.

„20 და 21 ივნისს მოსული უხვი ნალექის გამო ღელე ადიდდა და სოფელ იფარში საავტომობილო გზა მოშალა. ეს გზა მესტიას სოფელ კალასთან და უშგულთან აკავშირებს. ამიტომ, მოძრაობა ზაფხულის პერიოდში გადატვირთულია. უშგულამდე მისასვლელად ტურისტები სწორედ ამ გზას გადიან. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაობი გუშინ დილითვე დაიწყო და ამ დროისთვის ავტომანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. ამ პრობლემურ მონაკვეთზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული“, - ამბობს ნელი ნავერიანი.

მისივე თქმით, სვანეთში ამ დრომდე წვიმს, თუმცა გზის ჩაკეტვის საშიშროება აღარ არსებობს.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 2017 წელს სვანეთს 4 400-ზე მეტი ტურისტი ეწვია. ვიზიტორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ზღვის დონიდან დაახლოებით 2500 მეტრზე მდებარე სოფელი უშგულია. უშგული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად ითვლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]