შეხვედრას დაესწრებიან გამარჯვებულ ქალთა კლუბის გურჯაანისა და თბილისის წარმომადგენლობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „კახეთი-იონის“ წარმომადგენლები, ასევე საფრანგეთიდან მოწვეული მედიკოსები.
შეხვედრაზე იგეგმება გურჯაანის „გამარჯვებულ ქალთა კლუბისთვის“ განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია. ერთი თვის განმავლობაში, კლუბის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსები. ამავე პროექტის ფარგლებში, მათ გადაეცათ საინფორმაციო ბეჭდური მასალა ძუძუს კიბოს პოსტოპერაციული რეაბილიტაციის შესახებ და ასევე, პოსტოპერაციული საჭიროების (ძუძუს ნაქსოვი) პროთეზები.
შეხვედრაზე ასევე განიხილება „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ გურჯაანის წარმომადგენლობის უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობები, სამომავლო გეგმები და პროექტები.
„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ დაფუძნდა 2009 წელს და მისი მიზანია ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხელშეწყობა და ნაოპერაციევ ქალთა რესოციალიზაცია. ასეთი გაერთიანება, პირველია საქართველოში და აერთიანებს ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ 600-მდე ქალს. კლუბი თბილისის გარდა ფუნქციონირებს რაიონებშიც, გურჯაანის ფილიალი კი, ერთი თვის წინ დაფუძნდა.
[R] სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონის“ ინფორმაცია