ქალის თქმით, დასაქმებას ვერ ახერხებს, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.
„ბატონი მიშა პრეზიდენტი რომ იყო, 250 ლარი მქონდა ხელფასი. ოჯახსაც ვარჩენდი... მე იმაზე ვნერვიულობ, ახლა სახლში რომ მივალ, ბავშვს პურს ვერ მივუტან. რატომ? იმიტომ, რომ „ნაციონალი“ ვარ და ჩემი ადგილი არსად არ არის ამ ქვეყანაში... ყველანაირი წყარო მომიჭრეს, რომ ვერსად ვიმუშაო და ვუყურო, დღითი დღე ჩემი შვილები როგორ იკლებენ წონაში, როგორ შიათ, როგორ ტირიან“, – ამბობდა ქალი.
მისივე თქმით, ბანკებიდან აღებული სესხების დაფარვას ვერ ახერხებს, რის გამოც მის ახლობლებსაც პრობლემები ექმნებათ.
მტკვარში გადამხტარი ქალი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.