weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავეს

00:36 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერის გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს, ფიზიკური შეურაცხყოფა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მცხოვრებლებმა მიაყენეს.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გურჯაანში დაკავებული არიან ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერზე - 1988 წელს დაბადებულ შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]