როგორც „რეგინფოს“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტებს ცეცხლნასროლი ჭროლობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული. ერთ-ერთს ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.