weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი – კალაძე

13:29 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

კახა კალაძის განცხადებით, თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი. დედაქალაქის მერის თქმით, იმ პირებს, რომელთაც ჯიხურები არასწორ ადგილზე აქვთ განთავსებული, სამიდან ექვს თვემდე ვადა მიეცემათ, რათა ობიექტების ადგილმდებარეობა გაასწორონ, წინააღმდეგ შემთვევაში, ჯიხურების აღება მოუწევთ.

თბილისის მერის განცხადებით, დაახლოებით ექვსი წლის წინ, მაშინდელმა მთავრობამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ქალაქში დაახლოებით 2500 ჯიხური განთავსდა.

„მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ და ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებული, რაც გარკვეული პრობლემების მიზეზი ხდება. მაგალითად, გზისპირას განთავსებული ჯიხურების გამო მუდმივად ფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა, ზოგ შემთხვევაში ტროტუარზე განთავსებული ჯიხური პრაქტიკულად არ ტოვებს ქვეითის გასავლელ ადგილს და ა.შ. ხსენებული ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და შესაბამისად, დღეს, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ეს 2500 ჯიხური დაახლოებით ამდენივე და ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. მე კარგად მესმის ამ ადამიანების, რომ ასე მარტივად ვერ მოხდებოდა ამ ჯიხურების აღება, მაგრამ გარკვეულ პრინციპულ მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ.

თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე არ არის პრობლემური, დარჩება, ამ ადგილებზე ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა საიჯარო უფლება ახალი ვადით აიღონ.

ჩვენ დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6-თვემდე, მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. როცა დამატებითი ვადის ამოიწურება, მფლობელებმა ასეთი ჯიხურები მაშინვე უნდა აიღონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მზად არის თითოეული ჯიხურის მფლობელთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა „მოიძებნოს სხვა ალტერნატიული, ქალაქისთვის უპრობლემო ადგილები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]