weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთი საქართველოს საზღვართან ორი კურორტის განვითარებას გეგმავს

15:38 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018
ფოტოზე  ოლგა გოლოდეცი ფოტოზე ოლგა გოლოდეცი

რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან ორი სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას გეგმავს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის ცნობით, ამის შესახებ დღეს, ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა რეგიონების ხელმძღვანელებთან თათბირზე განაცხადა.

„ხალხი საქართველოში დადის, მილიონი ადამიანი კვეთს საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია. ისე უბრალოდ ხომ არ კვეთენ საზღვარს, იქ სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა და აღნიშნა, რომ ტურისტული სექტორის განვითარებისთვის საზღვართან, რუსეთის მხარეს კარგი ბუნებრივი პირობებია.

ოლგა გოლოდეცმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს მისცა მითითება, იფიქრონ თავიანთ რეგიონებში მსგავს წერტილებზე, რაც ტურისტების რიცხვის ზრდას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ტურისტების მოზიდვას ფესტივალები და მსხვილი სპორტული ღონისძიებები შეუწყობს ხელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]