weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

65 წლის მასწავლებელს გოგონასთან გარყვნილი ქმედებისთვის პატიმრობა მიესაჯა

16:09 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელი, 65 წლის მამაკაცი არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილ ქმედებაში დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ, არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ა.ვ. 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]