დაშავებულები მრავლობითი ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოში უთხრეს, ქალი რეანიმაციაშია მოთავსებული, მისი 16 და 20 წლის შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.