weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დღეს ქალები ჩაამწკრივეს, შემდეგში პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს? – უდუმაშვილი

11:47 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

„დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში. შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? არ ვიცი, ამათ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა გურჯაანის სასამართლოსთან მყოფი ქალი პოლიციელების შესახებ.

„მაგრამ არაუშავს, ხალხო. ჩვენი სიძლიერით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი ერთად დგომით დათოც გათავისუფლდება და საქართველოც აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

გურჯაანის რაიონული სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კირკიტაძე ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავა.

მას შემდეგ, რაც წუხელ გაერთიანებულმა ოპოზიციამ სასამართლოსთან აქცია დაანონსა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გურჯაანში მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, „რათა ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორეს მხრივ - აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]