weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქალი პოლიციელების პირველ ხაზზე დაყენება სექსისტურია და პერფორმანსს ჰგავს – ბაია პატარაია

13:42 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

„ქალთა მოძრაობის“ აქტივისტის, ბაია პატარაიას შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციის კორდონის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენება სექსისტურია და პერფორმანსს ჰგავს.

„იმას არ ვიტყვი, ქალს რატო აძლევთ ასეთ დავალებას-თქო. ცხადია, ყველანაირი საქმე უნდა აკეთოს ქალმა პოლიციელმა, მათ შორის კორდონი. მაგრამ უკლებლივ ყველა ქალი რომაა ამ „ცოცხალ ფარში“, ეს უკვე პერფომანსს ჰგავს. ჰოდა, არ მომწონს გახარია რომ პერფომანსს გვიწყობს ქალი პოლიციელებით – ძალიან არ მომწონს.

„აი, ეს აბა, ქალს თუ დაეჭიდები?– შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, თავისთავში არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური. ძალიან უშნოდ გვეხუმრება შსს მინისტრი, – აცხადებს ბაია პატარაია.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდამცავების მობილიზება განახორციელა. კორდონის პირველ ხაზზე ქალი პოლიციელები იდგნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]