weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. კანონიერ ქურდ რაჟდენ შულაიას აშშ-ში 45 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

11:27 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

ეროვნებით ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, 41 წლის რაჟდენ შულაიას მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში, სასჯელის ვადის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო მისი მოხდის შემდეგ დეპორტირებული იქნება რუსეთში, საიდანაც 2010 წელს წავიდა.

პროკურორების განცხადებით, 2010 წლიდან სამი წლის განმავლობაში რაჟდენ შულაია ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში ცხოვრობდა. „კანონიერ ქურდად“ კი იტალიაში „აკურთხეს“. 2014 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლიდან მოკლე დროში, დაუპირისპირდა კონკურენტ დაჯგუფებას, რომელიც ძირითადად სომხებისგან შედგებოდა. მისი დანაშაულებრივი საქმიანობა ათობით ფურცელს მოიცავს.

რაჟდენ შულაია 2017 წლის ზაფხულში, თანამზრახველებთან ერთად დააკავეს. 2018 წლის ივლისში კი ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ნიუ-ჯერსიში, ასევე რეკეტი, ნარკოვაჭრობა, აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება, ძარცვა. თებერვალში პროკურატურამ შულაიას, დანაშაულის აღიარების შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შესთავაზე, რაზეც მან უარი თქვა. მასთან ერთად დაკავებულებმა სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ დანაშაული აღიარეს. როგორც BBC წერს, ნაფიცი მსაჯულების წინაშე მხოლოდ შულაია და მისი მარჯვენა ხელი, კრივში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე წარსდგნენ. ორივე მათგანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ხურციძეს 10 წელი მიესაჯა.

მოსამართლემ შულაიას ასევე დააკისრა კომპენსაციის სახით 550 000 აშშ დოლარის გადახდა ამერიკელი შშმ პირისთვის, რომელიც შულაიას თანამზრახველმა და მისმა მომვლელმა ნაზო გაფრინდაშვილმა გაქურდა. გაფრინდაშვილმა გატაცებული ფული შულაიას გაუყო.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ რაჟდენ შულაიას ბოლო სიტყვის უფლება მისცა. „არ ვიცი, რა ვთქვა. მადლობა“, – თქვა ე.წ. კანონიერმა ქურდმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]