weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შს სამინისტროს სისტემაში ხელფასების გაზრდა 2019 წელსაც გაგრძელდება – გიორგი გახარია

15:08 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2018 წელს გარკვეულწილად მოხერხდა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა და ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.

„ხელფასების ზრდა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური კომპონენტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მაგალითები. ბინათმშენებლობით დაწყებული, სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული, განათლებით გაგრძელებული და ა.შ. ამ მიმართულებით რესურსულად შსს იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]