„ჩვენი მიმართულების შემდეგი ეტაპია საზღვრის დაცვა, სასაზღვრო პოლიცია. აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინტეგრირებული საზღვრის მართვა უდიდესი გამოწვევაა ქვეყნისთვის. აქ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სერიოზული დახმარება გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მოგეხსენებათ, აქ გაჩნდა ახალი მიმართულება და ახალი სფერო - სანაპირო დაცვის კომპონენტი.
დღეის მდგომარეობით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ გადმოგვეცა ორი „აილენდის“ მარკის გემი. ეს ის საშუალებაა, რომელიც შსს-ს აძლევს შესაძლებლობას შევიდეს შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების ახალ ფორმატებში და ნატოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება გახსნას.
ეს აქამდე შსს-სთვის და ქვეყნისთვის არ არსებობდა. იმ გადამზადების ფორმატებით, რომელიც სასაზღვრო პოლიციას გააჩნია, დარწმუნებულები ვართ, რომ 2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მიიღებს ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში მონაწილეობას“, – განაცხადა გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომავალ წელს რეფორმები საპატრულო პოლიციაშიც გაგრძელდება.