weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სასაზღვრო პოლიცია ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას – გახარია

15:23 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. გახარიას თქმით, პოლიციის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საზღვრის დაცვაა.

„ჩვენი მიმართულების შემდეგი ეტაპია საზღვრის დაცვა, სასაზღვრო პოლიცია. აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინტეგრირებული საზღვრის მართვა უდიდესი გამოწვევაა ქვეყნისთვის. აქ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სერიოზული დახმარება გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მოგეხსენებათ, აქ გაჩნდა ახალი მიმართულება და ახალი სფერო - სანაპირო დაცვის კომპონენტი.

დღეის მდგომარეობით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ გადმოგვეცა ორი „აილენდის“ მარკის გემი. ეს ის საშუალებაა, რომელიც შსს-ს აძლევს შესაძლებლობას შევიდეს შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების ახალ ფორმატებში და ნატოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება გახსნას.

ეს აქამდე შსს-სთვის და ქვეყნისთვის არ არსებობდა. იმ გადამზადების ფორმატებით, რომელიც სასაზღვრო პოლიციას გააჩნია, დარწმუნებულები ვართ, რომ 2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მიიღებს ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში მონაწილეობას“, – განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომავალ წელს რეფორმები საპატრულო პოლიციაშიც გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]