weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს

23:28 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018
ფოტო: EPA / ზურაბ ქურციკიძე ფოტო: EPA / ზურაბ ქურციკიძე

გორში „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელების“ წევრებმა საბჭოთა ბელადის, სტალინის დაბადების 140-ე წლისთავი მსვლელობით აღნიშნეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სტალინელები თავდაპირველად ბელადის მუზეუმთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშებითა და სტალინის პორტრეტებით მთავარი მოედანზე გადაინაცვლეს. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს 2010 წელს აღებული სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნება.

იოსებე ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს, გორში დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც ის მარქსისტული იდეების პროპაგანდისთვის გარიცხეს. ცენტრალური კომიტეტის მდივნად იოსებ ჯუღაშვილი 1922 წელს რამდენიმე გადასახლებისა და აქტიური ბოლშევიკური მოღვაწეობის შემდეგ აირჩიეს.

1935-38 წლებში სტალინის მიერ გატარებულ რეპრესიებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მის დამსახურებას მიაწერენ მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის არმიის დამარცხებას. მინიჭებული აქვს გენერალ სიმუსისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. ის მოსკოვში, კრემლის გალავათან არის დასაფლავებული.

სტალინის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს გორში ყოველ წელს აქცია-მსვლელობით აღნიშნავენ.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]