weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დააკავეს ორი პირი, რომლებმაც TBC ბანკის ინკასატორს 250 000 ლარი გასტაცეს

10:24 კვირა, 23 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ზ.ა. და 1993 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

გამოძიბით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 4 მარტს, აბაშაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით TBC ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს, 250 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]