weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალციხეში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

10:49 კვირა, 23 დეკემბერი 2018

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, 31 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ქალი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურიდან იყო, ბინაში კი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

შემთხვევა 22 დეკემბერს მოხდა. როგორც გარდაცვლილის თანამშრომლებმა თქვეს, ქალი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემების გამო „ხშირად წუხდა და ტიროდა“. 22 დეკემბერს ის სამსახურში არ მივიდა, რის შემდეგაც ძებნა დაუწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის ადიგენში გადაასვენეს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]