რაც შეეხება დაჭრილს, ის კლინიკა „პინეოშია“ მოთავსებული, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე დაჭრილის ადგილსამყოფელი უცნობია.
„უცხოები მოვიდნენ. სამი მანქანა იყო. იქიდან გადმოვიდნენ და იმ ერთმა დაჩეხა ყველა. ხანჯალი ჰქონდაო“, – ამბობს ერთ-ერთი დაჭრილის მამა ჟურნალისტებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.