weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკუპანტებმა ხურვალეთიდან 33 წლის მამაკაცი გაიტაცეს

10:21 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთიდან 33 წლის მამაკაცი გაიტაცეს. ჟურნალისტებთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის „სახლი საზღვრების გარეშე“ დირექტორის, ლუდა სალიას განცხადებით, გატაცებული მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

„მას უჭირს მეტყველება. ვერც სახელს იტყვის, ვერც გვარს და ვერც მისამართს“, – ამბობს სალია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს ადასტურებს. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]