„ინფო რუსთავის“ ცნობით, 21 და 24 წლის მამაკაცები ცენტრალურ საავადმყოფოში წუხელ შეიყვანეს. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და ზურგის არეში. მუცლის არეში ჭრილობა იყო შემავალი მუცლის ღრუში. გაკეთდა ოპერაცია და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნება ჭრილობები თავის არეში და თავის ტვინის შერყევა“, – განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ „ინფო რუსთავთან“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩხუბის მონაწილეებს სამართალდამცველები საავადმყოფოში გამოკითხავენ.