„პაციენტი მარჯვენა თეძოს მიდამოშია დაჭრილი. შემოყვანის დროს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, რადგან საფანტი მუცელში გაიხსნა და ორგანოები დააზიანა. საჭირო გახდა საშვილოსნოს ამოჭრა. პაციენტს გაგლეჯილი ჰქონდა დიდი სისხლძარღვებიც. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - უთხრა „რეგინფოს“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ზაზა კოპლატაძემ.
დაჭრილი ქალი სამი შვილის დედაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 75 წლამდე მამაკაცი უკვე დააკავა, არარეგისტრირებული სანადირო თოფი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 19–108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქართველოში გასულ წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 21, ხოლო 2015 წელს 16 ქალი მოკლეს.