weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში ფაქტები გაყალბებულია

09:52 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას განცხადებით, 22 დეკემბერს, „რუსთავი 2 -ის“ ეთერით გასულ სიუჟეტში - „მაღალჩინოსანი სტუდენტები“, ცალკეული ფაქტები გაყალბებულია და ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს.

„სიუჟეტში გადმოცემული ზოგიერთი ფაქტი, თითქოსდა ჩვენს უნივერსიტეტში ადგილი აქვს ყალბი დიპლომების გაცემას, საჭიროებს შესაბამის რეაგირებას კანონით დადგენილი წესით. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული გაირკვეს სიმართლე, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს ყოველივეს და შედეგები ეცნობოს საზოგადოებას“, - აცხადებს კორძაია.

სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა უნივერსიტეტის იურიდიულმა სამსახურმა:

„აზერბაიჯანელი მოქალაქე, რომელზედაც თითქოსდა გაიცა ყალბი დიპლომი, უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 3 წელი სწავლობდა მირჯალალ ზეინალოვის სახელით, რაც მითითებულია ყველა უწყისსა და დოკუმენტში. კვალიფიკაციის მინიჭებიდან დიპლომის გაცემამდე მან წარმოადგინა აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული გვარის ცვლილების დოკუმენტი, შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება უნივერსიტეტის და სამინისტროს რეესტრში და დიპლომი გაიცა შეცვლილ გვარზე – ქარგარლი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს არასოდეს ჰქონია საქმე პროკურატურაში, მათ შორის, არც 2012 წლამდე; უნივერსიტეტმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და მიიღო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უმაღლესი შეფასების დოკუმენტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტორიზაციის დასკვნას ხელმძღვანელობდა ორი ბრიტანელი ექსპერტი და საბოლოო გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო 24-კაციანმა საბჭომ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის პროცესს პასუხისმგებლობით ეპყრობა ყველა სტუდენტი განურჩევლად რანგისა და წარმომავლობისა. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მისაღებია მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომელთაც აქვთ გავლენა და ავტორიტეტი ფართო საზოგადოებაში“.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს ისე, რომ ლექციებს არ ესწრება, შეღავათების სანაცვლოდ კი უნივერსიტეტს მფარველობს. ტელეკომპანია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უნივერსიტეტი ყალბი დიპლომებით აზერბაიჯანის მოქალაქეებს ამარაგებს. „კურიერის“ ცნობით, საქმე პროკურატურამდეც იყო მისული, თუმცა გავლენიანი მფარველების დახმარებით ჩაიფარცხა. წყაროს თქმით, მთავარი მფარველი თეა წულუკიანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]