weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გაჩიანში, სასაფლაოზე სამი მამაკაცი დაჭრეს

10:34 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში, სასაფლაოზე 19, 20 და 24 წლის მამაკაცები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. ახალგაზრდების ახლობლების ინფორმაციით, სასაფლაოზე ნარკოტიკებით ვაჭრობენ, რაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„ვიღაცამ სასაფლაოზე დამარხა ნარკოტიკები და ინტერნეტის საშუალებით ყიდის. აქ მოდიან უცნობი ადამიანები და პირდაპირ აცხადებენ, რომ სოფელში მათ ასაღებად მოდიან. ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც აქ ხდება. გვინდა დავიჭიროთ ის ადამიანები, ვინც აქ ნარკოტიკებს ყიდის“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „რუსთავი 2“-თან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული ზ.ტ., პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე კი 1991 წელს დაბადებული ე.კ და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას, ზ.ტ.-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]