weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რკინიგზის თანამშრომელმა მოქალაქეს მოტყუებით 750 ლარი გამოართვა – საგამოძიებო სამსახური

11:51 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდის შემთხვევაში, სს „საქართველოს რკინიგზაში“ მის დასაქმებას უზრუნველყოფდა. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 1 150 ლარი, საიდანაც 750 ლარი გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]