weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიესაჯა

14:21 პარასკევი, 23 ივნისი 2017
ბრალდებული ბექა შენგელია ბრალდებული ბექა შენგელია

თბილისის საქალაქო სასამართლომ .. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

2016 წლის 4 ნოემბერს, სამართალდამცავებმა 76 წლის ქალის დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, ხოლო 2017 წლის მარტში კიდევ ერთი პირი დააკავეს. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, სამს კი - ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა რიტუალური იყო.

საქმის მასალების მიხედვით, 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

ამასთან, პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი შეჭამა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]