weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამტრედიის სადგურში რკინიგზის თანამშრომელი დაიღუპა

17:10 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

რკინიგზის სადგურ „სამტრედია I“-ში სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებით, შემთხვევა სამუშაოს შესრულების პროცესში მოხდა. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

პროფესიულ კავშირში აცხადებენ, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა სს „საქართველოს რკინიგზა“ 2017 წელს შეამოწმა, რის შედეგადაც შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი გამოავლინა.

„სამსახურის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი 700 გვერდს შეადგენს. აგრეთვე ძალაში შევიდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში“, – აცხადებს რკინიგზელთა პროფკავშირი.

მათივე ცნობით, შრომის ინსპექტორები მომხდარს ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.

რკინიგზელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]