საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია 250 კვ.მ ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის გარეშე შანიძეების ოჯახი დარჩა. ხულოს მერიაში განაცხადეს, რომ დაზარალებულების საკითხს კომისია შეისწავლის, მანამდე კი შანიძეებს დროებითი საცხოვრებლის ქირის გადასახადით უზრუნველყოფენ.