სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანში იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის ტაქსით გადაადგილდებოდა.
„პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ნახევარი კილო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.